LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოეტის 10 ქალური მცნება – „არ სთხოვო, რომ შეგიყვაროს…“

39

პოეტი ლია ლიქოკელი სოციალურ ქსელში აქვეყნებს დღის 10 მცნებას, რომელიც აშკარად ქალებისთვისაა განკუთვნილი და გულგრილს არ დაგტოვებთ… თქვენი ნებაა, მათ ზედმიწევნით მიჰყვებით თუ ყველა მათგანის შესრულებაზე უარს იტყვით…

დღის 10 მცნება
1. არ მისწერო
2. არ ჰკითხო, როგორ არის.
3. არ მოუყვე, როგორ ხარ.
4. არ ჰკითხო, მოენატრე თუ არა
5. არ უთხრა, რომ მოგენატრა
6. არ ჰკითხო, როდის მოვა
7. არ უთხრა, რომ ვეღარ ძლებ
8. არ უთხრა, რომ გიჟდები
9. არ იტირო.
10. არ სთხოვო, შეგიყვაროს.

ლიას „ფეისბუქის“ გვერდზე ამ პოსტს უამრავი მოწონება აქვს, ძირითადად, ქალებისგან და კომენტარები: „ეგ მცნებები ანგრევს ორივე მხარეს (ბიჭებსაც აქვთ რაღაც მსგავსი ჩამონათვალი) და არ განაცდევინებს თუნდაც ხანმოკლე ბედნიერ დღეებს“, „ამ მცნებების დაცვაზე ძნელი არაფერია…“, „არ აჰყვე მაგ ათ მცნებას…“

ერთ-ერთ კომენტარს პოეტი ასე პასუხობს: „ქვეშ შეიძლებოდა მიმეწერა: წაიკითხეთ უკუღმა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები