LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლ უოკერის ქალიშვილი Porsche-ს მამის სიკვდილში ადანაშაულებს

24

2013 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპული მსახიობის, პოლ უოკერის ქალიშვილი ცნობილ ავტომწარმოებელს  Porsche-ს უჩივის. მედა რეინ უოკერი ამტკიცებს, რომ  Porsche Carrera GT-ს ჰქონდა დეფექტები, რამაც მამის სიკვდილი გამოიწვია.

ცნობილი ხდება, რომ მანქანა, რომელსაც „ფორსაჟის“ ვარსკვლავი მართავდა, არ იყო აღჭურვილი მთელი რიგი დეტალებით, რაც ჰქონდა ამ მოდელის სხვა ავტომობილებს. საუბარია სტაბილიზაციის სისტემაზე, რაც თავის მხრივ არ იყო გათვლილი შეჯახებასა და წვაზე. აქამდე არსებული ვერსიით, პოლ უოკერი ავარიამდე მანქანას 151 კმ/სთ სიჩქარით მართავდა, რამაც ავარია გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები