LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბებისთვის 11 წლის გოგონა დააკავა

32

ტეხასის პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბებისთვის 11 წლის გოგონა დააკავა. „Associated Press”-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გააჩერეს ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი ბავშვი მართავდა, სალონში კი მისი 10 წლის ძმაც იმყოფებოდა. როგორც პატარამ განაცხადა, ავტომობილის მართვის უფლება მას დედამ მისცა, თუმცა უფროსის გარეშე საჭესთან პირველად იჯდა. ის სახლში, კერძოდ კი ჰიუსტონის მიმართულებით მიდიოდა. ავტომობილი 79 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა, როცა დაშვებული მხოლოდ 56 იყო და პოლიციელთა ყურადღებაც სწორედ ამიტომ მიიქცია.

აღსანიშნავია, რომ ბავშვების 25 წლის დედას პატარების უყურადღებოდ დატოვებისთვის და მათი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებისთვის გაასამართლებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები