პოლონელმა მეცნიერებმა შექმნეს ონლაინ-პლატფორმა PAsieka TV, სადაც ფუტკრებისთვის თვალის დევნება რეალურ დროშია შესაძლებელი.
ეს არხი უკვე სამი წელია რაც არსებობს, თუმცა წარსულში მასზე წვდომა მხოლოდ მეცნიერებს ჰქონდათ. 6 სკა, სადაც 20-დან 80 ათასამდე ფუტკარი ცხოვრობს, ულამაზეს პარკშია განთავსებული. კამერები დამონტაჟებულია როგორც გარედან, ასევე სკებშიც, რაც ფუტკრების ოჯახური ცხოვრების უკეთ შესწავლას შეუწყობს ხელს.
პლატფორმა PAsieka TV შესაძლოა სასარგებლო საგანმანათლებლო პლატფორმა გახდეს: უნივერსიტეტი მის გამოყენებას ბიოლოგიის გაკვეთილებზე აპირებს, რათა მოსწავლეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ იმაში, რომ ფუტკრები ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
მეცნიერთა მთავარი მიზანი კი თაფლისა და მეფუტკრეობასთან დაკავშირებული სხვა პროდუქტების სასარგებლო თვისებების შესწავლაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე შეგროვილ თაფლს მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის გამიყენებენ, რამეთუ ფუტკრებისთვის მისი დიდი რაოდენობით ჩამორთმევა შესაძლოა საზიანო იყოს.