LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში 2033 წლიდან ბეწვის ფერმები დაიხურება

127
Copy-of-Poland-bans-fur-farming-Facebook-Post-768x403

პოლონეთში 2033 წლისთვის აღარ დარჩება არც ერთი ბეწვის ფერმა, სადაც მელიებს, ციყვებს, შინშილებსა და სხვა ცხოველებს ბეწვისა და ტყავის წარმოებისთვის ამრავლებენ. ეს ნაბიჯი ცხოველების ტანჯვის თავიდან ასაცილებლად გადაიდგმება.

გადაწყვეტილების ინიციატორები ცხოველთა უფლებების დამცველები იყვნენ, წერს furfreealliance-ი.

ბეწვის მწარმოებელი ფერმების სრული აკრძალვა ძალაში  2033 წლის 31 დეკემბერს შევა, თუმცა ფერმების უმეტესობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაიხურება – ამ პერიოდში მათ კომპენსაციის მიღება შეეძლებათ.

პოლონეთი მსოფლიოში ბეწვის მეორე უდიდესი მწარმოებელია. ყოველწლიურად იქ ბეწვის გამო დაახლოებით 3 მილიონ ცხოველს კლავენ. ახლა ქვეყანა შეუერთდება 20-ზე მეტ ევროპულ სახელმწიფოს, რომლებმაც უკვე აკრძალეს მსგავსი პრაქტიკა. ბეწვის ფერმები უკვე დახურულია ან უახლოეს წლებში გაუქმდება – შვედეთში, ნიდერლანდებში, ავსტრიაში, ბელგიაში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, ხორვატიაში, სლოვენიაში, ლუქსემბურგში, მალტაში, ირლანდიაში, ესტონეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში.

აქტივისტები იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯი დააჩქარებს საერთო ევროპულ კამპანიას – „ევროპა ბეწვის გარეშე“, რომლის მიზანია არა მხოლოდ ბეწვის ფერმების დახურვა მთელ კონტინენტზე, არამედ ევროპულ მაღაზიებში ბუნებრივი ბეწვის ტანსაცმლის მიწოდების აკრძალვაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები