LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტების აკრძალვას აპირებენ

116
no smoking

პოლონეთში შესაძლოა ერთჯერადი ელექტრონული სიგარეტები აკრძალონ. ასეთ შესაძლებლობას ამჟამად ხელისუფლება განიხილავს, წერს Polskie radio.

სპეციალისტთა ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა, სადამდეც ელექტრონული სიგარეტი ხურდება, მის შემადგენელ კომპონენტებს ტოქსიკურს ხდის. გარდა ამისა, ხილის არომატიზატორებში დამატებული ნივთიერება სასუნთქ გზებს აღიზიანებს.

სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ ერთჯერადი სიგარეტებით ძირითადად არასრულწლოვანი პოლონელები სარგებლობენ და მათი პოპულარობა ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება.

მსგავსი აკრძალვის შემოღებას სხვა ევროპული ქვეყნებიც განიხილავენ. მაგალითად, მათ შორისაა –  საფრანგეთი, ირლანდია და გერმანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები