LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში პაციენტების მკურნალობის გეგმაში ბუნების თერაპია ჩაამატეს

115
პოლონეთში პაციენტების მკურნალობის გეგმაში ბუნების თერაპია ჩაამატეს

პოლონეთში, ქალაქ პოზნანის საავადმყოფოების პაციენტებს პარკებსა და ბაღებში თერაპიებს ჩაუტარებენ. სიახლის შესახებ acamh წერს.

ავადმყოფებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ მებაღეობის მასტერკლასებში, დაკავდნენ იოგით, შეხვდნენ მეტყევეებს, ანდაც ესაუბრონ თავის მკურნალ ექიმს. ბუნებით გარშემორტყმული პაციენტები გაიგებენ, თუ როგორ ეხმარება სიმწვანე სტრესის დაძლევას და რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერზე ყოფნა ზოგადი ჯანმრთელობისთვის.

იმისა გამო, რომ გარეთ გამოსვლას ყველა პაციენტი ვერ შეძლებს, ზოგიერთ საავადმყოფოში მსგავსი აქტივობებისთვის მწვანე ზონებს პირდაპირ ეზოებში შექმნიან, ასევე დაამატებენ მცენარეებს პალატებსა და დერეფნებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები