LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლონეთში შესაძლოა მეორე რეგიონული ენა გაჩნდეს

143
BAR_16_07_2011-27-980x653

პოლონეთის სეიმმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სილეზიური ენა ოფიციალურად აღიარეს რეგიონულ ენად. თუკი სენატი დოკუმენტს დაადასტურებს, პოლონეთში ერთი ნაციონალური და ორი რეგიონული ენა იქნება. სიახლის შესახებ notes from Poland წერს.

მოსახლეობის აღწერის შედეგად, პოლონეთის 460 ათასმა მაცხოვრებელმა თავი სილეზიური ენის მატარებლად დაასახელა და თქვა, რომ ამ ენას სახლში, ყოველდღიური კომუნიკაციისთვის იყენებს.

სილეზიური ენისთვის რეგიონულის სტატუსის მინიჭებით, ამ ენის სკოლებში და ოფიციალურ დოკუმენტებში გამოყენების საშუალება მიეცემათ.

სილეზიურ ენაზე ლიტერატურის გამოცემა XXI საუკუნიდან იწყება, ხოლო რადიო ამ ენაზე რეგულარულად მაუწყებლობს. გარდა ამისა, ბევრი საგზაო და ინფორმაციული ნიშანი რეგიონში სილეზიურ ენაზეა შესრულებული.

საინტერესოა, რომ პოლონეთში უკვე არსებობს ერთი რეგიონული ენა – კაშუბური. მასზე 87 ათასი ადამიანი საუბრობს და ოფიციალური სტატუსი ენამ 2005 წლიდან მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები