LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პომპეის მკვიდრნი კოშკებს აშენებდნენ, რათა ვარსკვლავებისთვის ეცქირათ და თან თავისი სტატუსისთვისაც ხაზი გაესვათ

108
13262ce9892e4d72dfbf7f26f5da5140b385aa5f-1280x902

პომპეის მდიდარი და გავლენიანი მცხოვრებნი თავიანთ სახლებს მაღალ კოშკებს ამატებდნენ. ამ კოშკებს ბევრი დანიშნულება ჰქონდა – მაგალითად, მათ იყენებდნენ ვარსკვლავებისა და შთამბეჭდავი ხედების დასათვალიერებლად. კოშკებიდან შეიძლებოდა მთელი ქალაქის და ნეაპოლის ყურის დანახვა. ასეთ დასკვნამდე პომპეის არქეოლოგიური პარკის მეცნიერები მივიდნენ, წერს The art newspaper.

მთავარი დახმარება მათ თანამედროვე ციფრულმა ტექნოლოგიებმა გაუწიეს. დაკარგული შენობების რეკონსტრუქცია ციფრული და ვირტუალური მოდელირების საფუძველზე მოხერხდა.

ამ ტექნოლოგიებმა, სპეციალისტებს საშუალება მისცათ გაეგოთ, რომ ერთ-ერთ ასეთ 12-მეტრიან კოშკში ზედა სართული სასადილო იყო პანორამული ფანჯრებით, ხოლო ქვედა ნაწილში – სამზარეულო, სადაც კერძებს და სასმელებს ამზადებდნენ.

მეცნიერთა აღმოჩენას ადასტურებს ლიტერატურული წყაროებიც, სადაც აღწერილია, თუ როგორ აკვირდებოდა იმპერატორი ნერონი რომში ხანძარს ძვ.წ. 64 წელს. კოშკები, როგორც სახლების არქიტექტურული ელემენტები პომპეის ბევრ ფრესკაზეა გამოსახული.

არქეოლოგებმა ისიც დაადგინეს, რომ ეს კოშკები, სხვა დანარჩენთან ერთად, ადგილობრივი ელიტის ძალაუფლებისა და სიმდიდრის სიმბოლოდაც მიიჩნეოდა. ეს სრულად უარყოფს დამკვიდრებულ მოსაზრებას, რომ შენობების ზედა სართულები მხოლოდ იაფი ქირისთვის ან მონების საცხოვრებლად გამოიყენებოდა.

მიჩნეულია, რომ პომპეის კოშკები იყო შუა საუკუნეების იმ ნაგებობების წინამორბედები, რომლებიც მოგვიანებით იტალიურ ქალაქებს – ბოლონიასა და სან-ჯიმინიანოს ამშვენებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები