კალიფორნიის მაცხოვრებლებმა სარბოლო ტრასის Laguna Seca-ს მეპატრონოს ძლიერი ხმაურის გამო სასამართლოში უჩივლეს. მონტერეის მიდამოებში მცხოვრები ადამიანები რეგულარულად ჩივიან ძალიან ხშირად გამართული ღონისძიებების გამო. მოსარჩელეები ხმაურის დონის შემცირებას ითხოვენ და ასევე სურთ ტრეკ-დღეების რაოდენობის კლებაც, რამეთუ მათ გამო გზებზე აუტანელი საცობებია ხოლმე. გარდა ამისა, ადგილობრივებმა ისიც დაამატეს რომ კემპინგის ტერიტორიის გადიდების შემდეგ – რეგიონში წყლის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა.
გარდა ოფიციალური რბოლებისა, Laguna Seca-ს ხელმძღვანელობა ლეგენდარულ ტრასას სხვადასხვა ღონისძიებებისთვისაც ხშირად აქირავებს. შედეგად ავტოდრომზე მრავალფეროვანი ივენთები პრაქტიკულად ყოველ დღე ტარდება.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ტრასა 1957 წელს გაიხსნა და მას შემდეგ აქტუალობა არ დაუკარგავს.