LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარულმა კურორტმა ტურისტების მოსაშორებლად ახალ გზას მიაგნო

145
0_Tourists-on-Cala-St-Vincenc

ესპანეთის პოპულარულ კურორტზე ტურისტების თავიდან მოსაშორებლად ახალი მეთოდი მოიფიქრეს. The Mirror-ის ინფორმაციით, ადგილობრივებს პლაჟების გამანადგურებელი ვიზიტორების ატანა აღარ შეუძლიათ.

მალიორკის მაცხოვრებლებმა დაკიდეს ყალბი აბრები, რათა ჩამოსული უცხოელები შეაშინონ. ამ აბრებზე მალიორკელები წერენ საშიში მედუზების შესახებ, რომლებიც თითქოს ამ წყლებში ბინადრობენ, ანდაც პოპულარულ ღირსშესანიშნაობებთან ქვათაცვენაზე, რაც ვითომდაც სერიოზული საფრთხის შემცველია.

ევროპული კურორტის მაცხოვრებლებმა შექმნეს აქტივისტთა ჯგუფებიც, რომელსაც სახელად caterva უწოდეს. ისინი ტურისტთა წინააღმდეგ აქტიურად გამოდიან და დარწმუნებული არიან, რომ დაუპატიჟებელი სტუმრების გამო გარემოს უდიდესი ზიანი ადგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები