LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოპულარულმა სპორტულმა ჟურნალმა ყველაზე სექსუალური საცურაო კოსტიუმები გამოაქვეყნა (ვიდეო)

26

ამერიკულმა სპორტულმა ჟურნალმა ”Sports Illustrated”-მა თავისი ყოველწლიური შეთავაზების ”Swimsuit Edition”-ის ტიზერი გამოაქვეყნა, რომელშიც გამოცემის ვერსიით 2016 წლის ყველაზე სექსუალური საცურაო კოსტიუმები წარმოადგინა. ინფორმაციას ”The Daily Mail” ავრცელებს.

30-წამიან რგოლში ბიკინის რამდენიმე მოდელია წარმოდგენილი, რომლებშიც მოდელები პლაჟზე პოზირებენ. მოდელები მხოლოდ სხეულებს წარმოადგენენ, სახეები კი არ ჩანს.

გამოცემა წერს, რომ ”Sports Illustrated”-ს მოდელების ვინაობის გამხელა ნომრის გამოსვლამდე არ სურს, რომელიც 2016 წლის თებერვალში გამოვა.

პირველად ჟურნალის სპეციალური გამოშვება, რომელიც მთლიანად ქალის საზღვაო სამოსს ეძღვნებოდა, 1964 წელს გამოვიდა, მას შემდეგ ჟურნალის ყდებზე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოდელები პოზირებდნენ: ნაომი კემპბელი, ჰაიდი კლუმი, ელ მაკფერსონი, ირინა შეიკი, კეიტ აპტონი და სხვები.

”Sports Illustrated” – პოპულარული ყოველკვირეული სპორტული ჟურნალია, რომელსაც მედიაჰოლდინგი ”Swimsuit Edition” უშვებს.

 

sportsillustrated_swimsuit2013_01 230582-sports-illustrated-swimsuit-edition

unknown

SInaomi-Campbell.005554213.2

SPORTS1

SPORTS

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები