LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პოპურში არის ჩემი ცნობილი სიმღერები… ახლა კლიპს ვიღებთ“ – ზურა ჩინჩალაძე და ანსამბლი „ჩირაღდანი“ სტუმრად „არ დაიდარდოში“

158
„პოპურში-არის-ჩემი-ცნობილი-სიმღერები...-ახლა-კლიპს-ვიღებთ“---ზურა-ჩინჩალაძე-და-ანსამბლი-„ჩირაღდანი“-სტუმრად-„არ-დაიდარდოში“

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ზურა ჩინჩალაძე, გიორგი მერაბიშვილი და ანსამბლი „ჩირაღდანი“ სტუმრობდნენ. გადაცემაში ზურა ჩინჩალაძის სიმღერებზე შექმნილი პოპურის პრემიერა შედგა.

გიორგი, რამდენი წელია, რაც ანსამბლი „ჩირაღდანი“ არსებობს და რამდენი წევრისგან შედგება ის?

გიორგი: 9-10 წელი იქნება, რაც ანსამბლი ჩამოყალიბდა. რა ინსტრუმენტიც მოდაშია, თითქმის, ყველა ინსტრუმენტს ვუკრავთ. არა მარტო ქართულ მელოდიებს, კლასიკურსაც ვუკრავთ. ვაკეთებთ ჩანაწერებს და საკუთარი ალბომის გამოშვება გვინდა.

ზურა, როცა პირველად მოისმინე ანსამბლის მიერ შესრულებული შენი პოპური, როგორ მოგეწონა?

ზურა: კარგი ბავშვები არიან. მე ბევრი ანსამბლი მომისმენია, მაგრამ „ჩირაღდანი“ ძალიან კარგი ანსამბლია. მომწონს გიორგისთან თანამშრომლობა, ძალიან პუნქტუალურია.

როგორ შეიკრა პოპური, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, როგორ შეირჩა სიმღერები?

ზურა: პოპურში არის ჩემი ცნობილი სიმღერები, პირველი არის „ქართველი და ებრაელი“, მეორე არის სიმღერა „ძალა მეგობრობისა“, მესამე არის „დაგეძებ“ და არის კიდევ ერთი ძველი სიმღერა. პოპურში სულ 4 ნამუშევარი შედის. ახლა კლიპს ვიღებთ ამ პოპურზე.

გიორგი მერაბიშვილი – პოპური ზურა ჩინჩალაძის სიმღერებზე

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ზურა ჩინჩალაძე, გიორგი მერაბიშვილი & ანსამბლი “ჩირაღდანი”. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები