LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche ახალ კლასიკურ მოდელს ქმნის, რომელიც აუქციონზე გაიყიდება

50

Porsche ისეთ კლასიკურ მოდელს შექმნის, როგორიც არასდროს ქონია. უჩვეულო პროექტს Project Gold ეწოდა და კომპანიამ მასზე მუშაობა უკვე დაიწყო. ავტომობილი, რომლის ვიზუალსაც მხოლოდ 24 აგვისტოს გაამხელენ, ერთადერთ ეგზემპლარად შეიქმნება და მოგვიანებით მას აუქციონზე გაყიდიან.

როგორც „პორშეში“ ამბობენ, სიახლე იქნება  – ავტომობილი, რომელსაც არსად არასდროს უარსებია. მოდელს გერმანული ბრენდის სპეციალისტები 70 წლის იუბილის აღსანიშნავად ქმნიან და მას კლასიკური 911–ის ძარაზე ააწყობენ. სპორტქარზე ერთდროულად რამდენიმე დიზაინერი მუშაობს და თუ როგორი იქნება მისი საბოლოო სახე – ამის ნახვა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეო–თიზერშია შესაძლებელი.

Project Gold-ზე მუშაობის ეტაპებს ავტომოყვარულები ნელ–ნელა იხილავენ და სხვადასხვა ვიდეოებს გერმანული ავტომშენებელი – 3, 10 და 17 აგვისტოს გაავრცელებს.

რაც შეეხება აუქციონს, მას RM Sotheby’s სახლი 29 ოქტომბერს ჩაატარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები