ცნობილი გახდა მარჟა, რომელსაც ავტომწარმოებლები თითოეულს ავტომობილზე 2016 წელს იღებდნენ.
კომპანია Porsche-მ გასულ წელს 238 000 ავტომობილი გაყიდა, რაც ბრენდისთვის უკვე კარგი მაჩვენებლია. საოპერაციო მოგებამ 4,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება. თითოეულ ავტომობილზე ”პორშეს” სუფთა მოგება 17 250 დოლარს შეადგენს.
Porsche-ს ერთ-ერთი კონკურენტი Daimler AG 2016 წელს თითოეულ ავტომობილზე დაახლოებით 5 000 დოლარს გამოიმუშავებდა – მოგების ანალოგიური მაჩვენებელი აქვს BMW-ს. თუმცა, გერმანული ბრენდები Ferrari-სგან ძალიან შორს არიან – თითოეულ სუპერქარზე იტალიელებს დაახლოებით 90 000 დოლარი ჰქონდათ. მოგება სხვა მიმართულებითაც მიიღეს: აქსესუარები, ძრავები და გართობის პარკები ბიზნესის 30%-ს შეადგენს. თავად ავტომობილების გაყიდვების მოცულობა Ferrari-ს დიდი არ აქვს – 8 000 ავტომობილი წელიწადში.