Porsche-ს ექსკლუზიურმა დანაყოფმა Porsche Exclusive ოფიციალურად წარადგინა უახლესი Porsche 911 Carrera S Cabriolet. 2016 წლის ლეგენდარული ავტომობილი, კვლავაც არ კარგავს აქტუალობას.
განახლებული 911 ტრადიციულად უნიკალური შეფერილობით, 20 დიუმიანი დისკებითა და სპეციალური დიზაინით წარსდგა ავტომოყვარულების წინაშე. შეგახსენებთ, რომ Porsche Exclusive ფართო არჩევანისა და ტექნიკური, თუ ვიზუალური ნაირსახეობების შერჩევის საშუალებას აძლევს მომხმარებელს. თუმცა, ამჯერად, სპეციალისტებმა 991-ის უნიკალური ვერსიის წარდგენა გადაწყვიტეს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ახალმა ავტომობილმა სპეციალური დეტალები შეიძინა ინტერიერში, რომელიც ხის მასალისგან არის დამზადებული. ხის მასალის გამოყენება ექსკლუზიური დანაყოფის ახალი გამოწვევაა გახდა. მიუხედავად ამ თემის გამო Porsche-ს გაკრიტიკებისა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ავტომობილი ფანტასტიკურად გამოიყურება.
ახალი 911-ის შანსი უნიკალური საღებავით Jet Black Metallic-ით არის დაფარული, 20 დიუმიანი ლითიუმისგან დამზადებული დისკები და მოწითალო სამუხრუჭე სისტემა ავტომობილს ვიზუალურად შეუდარებელს ხდის. სალონის მაღალტექნოლოგიური დიზაინი და უნიკალური დეტალები ავტომობილის მთავარი ღირსებაა.
კაპოტქვეშ 3.0 ლიტრიანი 6 ცილინდრიანი ძრავია მოთავსებული, რომელიც 420 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რომლის მთლიანი სიმძლავრეც უკანაწამყვანთვლებს გადაეცემა და 7 სიჩქარიანი მექანიკური ან 7 სიჩქარიანი ოპციონალური PDK სისტემის გადაცემათა კოლოფით იმართება. Porsche 911 Carrera S Cabriolet By Porsche Exclusive 100კმ/სთ სიჩქარეს 4,4 წამში ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 301 კმ/სთ-ა.