კომპანია Porsche ჰეჩბექ Panamera-ს ახალ თაობას შემოგვთავაზებს. გავრცელებული ინფორმაციით, მეორე თაობის ჰეჩბექის ყველაზე სახასიათო შტრიხი გაცილებით გრძელი ფორმა და გაუმჯობესებული მახასიათებლებია. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტ-გამოცემა Drive აქვეყნებს.
როდის გამოვა Panamera-ს მეორე თაობა, ჯერ-ჯერობით უცნობია. ზუსტი თარიღის შესახებ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს, შესაძლოა განახლებული მოდელი 2016 წლის ბოლოს, რომელიმე ავტოსალონში გამოჩნდეს. ასევე უცნობია თუ რამდენი მილიმეტრიანი სხვაობით იქნება მოდელის განახლებული სიგრძე წარმოდგენილი.
ცნობილია, რომ განახლებული მოდელი აღჭურვილი იქნება ბოლომდე მართვადი შასსითა და რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით.