გამძლეობის რბოლის ჩემპიონატზე Porsche 911 Turbo-ები უსაფრთხოების ავტომობილები გახდებიან. ორკარიანი ავტომობილი 2020 წლისთვის იქნება წარმოდგენილი. სულ რბოლებში Porsche-ს 16 სხვადასხვა მოდელი იქნება დაკავებული და მათი მოვალეობა ექიმების უსაფრთხოების სამსახურის ავტომობილებთან მიყვანა იქნება.
Porsche 911 Turbo-ს მცირე განსხვავება ექნება, ძირითადი ცვლილება საკიდარსა და მუხრუჭებს შეეხება, მათ ტრეკზე გამოყენებისთვის გადააკეთებენ. გარდა ამისა, სპორტქარები სასიგნალო ნათურითა და რადიოსადგურიღ იქნება დაკომპლექტებული.
ნულიდან ას კილომეტრს სპორტქარი სამ წამში კრებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/საათი აქვს.
