კომპანია Porsche-მ თვისი საუკეთესო ექსკლუზივები აირჩია – ავტომობილები, რომლებიც შეზღუდული ტირაჟით გამოვიდა. მოდელებს ვიდეორგოლში ბორის აპენბრიკი, Porsche Exclusive-ის მიმართულების ტოპ მენეჯერი წარმოადგენს. Porsche Exclusive ინდივიდუალური შეკვეთებით განსაკუთრებული სპორტქარების შექმნით არის დაკავებული.
მეხუთე ადგილი კომპანიამ ექსკლუზიურ სპორტქარს 2012 წლის 911 Club Coupe-ს მიანიჭა. ის 13 ერთეული აიწყო და Porsche-ს ავტომობილების მფლობელთა პირველი კლუბის ჩამოყალიბებიდან 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მეოთხე ადგილზე 911 Speedster-ი განთავსდა, რომელიც ექვსი წლის წინ გამოჩნდა. 408 ცხენის ძალიანი ავტომობილი მხოლოდ 356 ერთეული გამოვიდა. მოდელის შექმნა ლეგენდარულ ავტომობილს 356 Speedster-ს მიეძღვნა, რომელიც 1965 წლამდე გამოდიოდა.
მესამე პოზიცია 2009 წლის კუპე 911 Sport Classic-მა დაიკავა. ავტომობილმა კლასიკური ნაცრისფერი ”სარბოლო” შეფერილობა, საფირმო აეროდინამიური ფრთა და Fuchs-ის დისკები მიიღო. სულ ასეთი 250 ერთეული გამოვიდა.
მეორე ადგილზე 1992 წლის 911 Turbo S განთავსდა, რომელიც Porsche Exclusive-მა მარკის ავტოსპორტულ განყოფილებასთან ერთად ააწყო.
პირველი ადგილი კი Porsche-მ ახალი ექსკლუზიური მოდელი დააყენა, რომელსაც არ აჩენენ და პირობას იძლევიან, რომ მომავალ წელს ვნახავთ.
https://www.youtube.com/watch?v=gSEFX5i6DBo