Porsche-მ ელექტრომობილების გამოშვება დააანონსა. სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ დიზელისძრავიანი ავტომობილების წარმოებაზე ოფიციალური უარი განაცხადა. როგორც ბრენდის დირექტორი ოლივერ ბლუმი აცხადებს, ისინი ამიერიდან ბენზინისძრავიან ავტომობილებსა და ჰიბრიდებზე იმუშავებენ, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ელექტრომობილების წარმოებასაც დაიწყებენ. Porsche-ს ისტორიაში სრულიად ახალი ეტაპი 2019 წლიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ Porsche Volkswagen-ის მფლობელობაში მყოფი კომპანიაა და Volkswagen კი დიზელის სკანდალში არაერთხელ გახვეულა. ავტოგიგანტს მონაცემების გაყალბებაშიც ადანაშაულებდნენ და დიზელის ძრავზე მომუშავე მანქანების წარმოებაზე უარის თქმაც სწორედ იმიჯის გაუმჯობესებას ემსახურება.
