LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porsche Taycan 2025: მოდელი, რომელმაც ელექტრომობილების სტანდარტი შეცვალა

105
Porsche Taycan 2025 მოდელი, რომელმაც ელექტრომობილების სტანდარტი შეცვალა

2025 წლისთვის Porsche Taycan განახლდა არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ ტექნოლოგიურადაც და ამ განახლებით მან ელექტრომობილების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროგრესი აჩვენა.

ძირითადი ცვლილებებია — მეტი დიაპაზონი, მეტი ეფექტურობა, სწრაფი დამუხტვა.

Car and Driver-ის ტესტირების მიხედვით, 2025 წლის Taycan RWD მოდელი ერთ დამუხტვაზე 580 კილომეტრამდე მანძილს გადის, რაც დაახლოებით 29%-ით მეტია წინა ვერსიასთან შედარებით.

მეორე მხრივ, Taycan 4S გაუმჯობესებული ელემენტით ფარავს 531 კილომეტრამდე (330 მილი) მანძილს — ეს 50%-ზე მეტით გაუმჯობესებული შედეგია.

ამ გაუმჯობესების მთავარი საფუძველია:

ახალი 97 კილოვატ საათიანი ელემენტი

გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობა:

Taycan RWD — 3.71 მილი/კილოვატსაათი

Taycan 4S — 3.4 მილი/კილოვატსაათი

ელემენტის უკეთესი გაგრილების სისტემა და  მართვის ახალი პროგრამული უზრუნველყოფა;

გაუმჯობესებული აეროდინამიკა, რაც ნაკლებ წინააღმდეგობას ქმნის მაღალ სიჩქარეზე.

დამუხტვის დრო და ტექნოლოგია:

ახალ Taycan-ს შეუძლია 800 ვოლტიანი სწრაფი დამუხტვა, რაც ნიშნავს: 10-დან 80%-მდე დამუხტვას მხოლოდ 18 წუთში.

Taycan-ის ყველა მოდელი იღებს გადამუშავებული მასალებისგან დამზადებულ ინტერიერს და უახლესი Porsche Communication Management (PCM) სისტემით აღიჭურვება.

Porsche Taycan-ის განახლება მიუთითებს იმაზე, რომ ელექტრომობილი აღარ შემოიფარგლება მხოლოდ „ეკო“-ტექნოლოგიებით. ახალი თაობის Taycan წარმოადგენს სრულფასოვან სპორტულ ავტომობილს — თავისი დიაპაზონით, სისწრაფით და მართვის კომფორტით, ის კონკურენციას უწევს შიდა წვის ძრავიან პრემიულ მოდელებსაც კი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები