Porsche Taycan-ის და Mercedes-Benz EQS-ის გაყიდვები ორჯერ შემცირდა. 2024 წლის 9 თვის მონაცემებით „ელემენტიან“ სედანებზე მოთხოვნამ 50%-ით იკლო და სიტუაციას ვერც რესტაილინგმა უშველა. „პორშეს“ შემთხვევაში საუბარი მსოფლიო გაყიდვებზეა: იანვრიდან სექტემბრის თვემდე მხოლოდ 14 ათასი მანქანაა რეალიზებული. Mercedes-ს ანალოგიური წარუმატებლობა აქვს (-50%) ჩრდილოეთ ამერიკაში. სრული მონაცემებით, გერმანელებმა მხოლოდ 6,3 ათასი ეგზემპლარის რეალიზება შეძლეს.
„მერსედესის“ აშშ-ში გაყიდვების მთავარი დრაივერი GLC-ის ახალი ოჯახობა გახდა: მოთხოვნა 61%-ით გაიზარდა და სწორედ კროსოვერები ავსებენ ბიუჯეტს. მოულოდნელად წარმატებული აღმოჩნდნენ სპორტქარები, კუპე და კაბრიოლეტები: AMG GT-მა 41%-იანი ზრდა დააფიქსირა, CLE-ს ოჯახობა 9 თვის ჯამში 10 ათასი ეგზემპლარი გასხვისდა. მოთხოვნა შემცირდა S-Class-სა და Vans-ზე – ორივე მოდელმა კვარტალი -29%-ით დახურა.
„პორშეს“ მარკეტინგში კი აცხადებენ, რომ 2024 წელი ბრენდისთვის რთული იქნება, რამეთუ პროდუქციის ხელმისაწვდომობა ზოგიერთ სიტუაციაში შეზღუდულია.