LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Porschem 5 საფირმო ფერის ნაყინი გამოუშვა

63
Capture

„პორშემ“ გადაწყვიტა თავისი პალიტრის მრავალფეროვნება ავტომოყვარულებისთვის ორიგინალურად შეეხსენებინა, საქმე ისაა რომ ბრენდის სპორტქარები 160-მდე ფერშია შესრულებული. ნაყინის ნაციონალური დღის აღსანიშნავად, ავტომწარმოებელი ნაყინის ერთ-ერთ კომპანიას შეუერთდა. ერთად მათ „პორშეს“ ყველაზე „გემრიელი“ ფერები შეარჩიეს, შექმნეს ახალი გემოები და გერმანული ბრენდის ლოგოტიპით ნაყინი გამოუშვეს.

ნაყინი 5 სხვადასხვა არომატით გამოვიდა და მათი სახელებისთვის „პორშეს“ ფერები შეარჩიეს – Mint Green, Strawberry Red, Macadamia Metallic, Frozen Berry Metallic და Lime Gold Metallic.

თითოეულ არომატს ინდივიდუალური და გამორჩეული გემო აქვს, თუმცა ნაყინის დაგემოვნებას ამ ეტაპზე მხოლოდ აშშ-ში მყოფი ადამიანები შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები