Porshce 911–ის მრბოლელმა 1 წუთში 13 ავტომობილს გადაუსწრო. 21 წლის ფრანგმა პილოტმა ვალენტინ ჰასე–კლოტმა შეუძლებელი შეძლო და ბოლო პოზიციიდან მე–7–ზე გადაინაცვლა. შთამბეჭდავი მიღწევის დასაფიქსირებლად მრბოლელს სულ რაღაც 1 წუთი და 7 მოსახვევი დასჭირდა. ვალენტინი სუპერქარის Porsche 911 GT3 Cup–ის საჭესთან იჯდა და რბოლა დიდ ბრიტანეთში Snetterton Circuit–ის ავტოდრომზე გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანული რალი ფრანგი პილოტისთვის სადებიუტო იყო და მან თავის გამოჩენა ნამდვილად შეძლო. იმის გამო, რომ პირველი დღე მან ავარიით დაასრულა, ფინალზე სტარტის აღება ბოლო ადგილიდან მოუხდა, თუმცა ფინიშზე ის არა ბოლო, არამედ მე–7 მივიდა.