LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიური დესერტი მსოფლიოში ყველაზე გემრიელად დაასახელეს

135
photo-claude-truong-ngoc

ტრადიციული პორტუგალიური დესერტი – პაშტელ-დი-ნატა საერთაშორისო გასტრონომიული გზამკვლევის Taste Atlas-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესო ტკბილ საკონდიტრო ნაწარმად დასახელდა. რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან 10 ათასზე მეტი ტურისტის შეფასება შეაგროვეს.

პაშტელ-დი-ნატა წარმოადგენს ფენოვანი ცომისგან დამზადებულ პატარა ტარტს, რომელიც შევსებულია რძის, კვერცხის, შაქრის, ლიმონისა და დარიჩინისგან მომზადებული კრემით. დესერტის პირველი რეცეპტი 1837 წლით თარიღდება და ის ლისაბონის ერთ-ერთ მონასტერში მყოფმა მონაზვნებმა შექმნეს.

2000-იანი წლების დასაწყისიდან პაშტელ-დი-ნატამ მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა, ჩინეთიდან აშშ-მდე. მხოლოდ ერთი პატარა კომპანია – Nata Pura ევროპაში, აზიასა და აშშ-ში ყოველთვიურად დაახლოებით 500 000 პაშტელ-დი-ნატას ყიდის.

მაღალი შეფასება მიიღო მთლიანობაში პორტუგალიურმა სამზარეულომაც – Taste Atlas-ის რეიტინგში მან მსოფლიოში მეხუთე ადგილი დაიკავა და მხოლოდ პერუს, ფრანგულ, იტალიურ და ბერძნულ სამზარეულოებს ჩამორჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები