პრაღაში პირველი ავიაციის მუზეუმი გაიხსნება. „რამბლერის“ ინფორმაციით, Leteche museum ევროპაში ყველაზე დიდია და მის ტერიტორიაზე 275 თვითმფრინავი იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ ხომალდებისთვის სპეციალური პავილიონები აშენდა, მათი ნაწილი კი პირდაპირ ღია ცის ქვეშ გამოიფინება. რამდენიმე ლაინერი მუშა მდგომარეობაშია და ზოგჯერ პირდაპირ დამთვალიერებელთა თავზე იფრენს, ამისთვის მუზეუმს სპეციალური საფრენი ბილიკებიც აქვს. თვითმფრინავთა უმრავლესობა კი ისტორიულია, მათ შორის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს მართლაც უნიკალური ექსპონანტების ნახვის საშუალება ექნებათ.
მუზეუმის საზეიმო გახსნა 29 აპრილისთვისაა დაგეგმილი და ის 31 ოქტომბრამდე ყოველ დღე იმუშავებს. ზამთრის სეზონისთვის კი დროებით დაიხურება.