LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღაში სეგვეით სეირნობა აიკრძალა

31

პრაღაში სეგვეით სეირნობა აიკრძალა. სეგვეი, ანუ იგივე ორთვალა თვითმავალი ქალაქში მართლაც მრავლად იყო და განსაკუთრებული პოპულარობით ტურისტებში სარგებლობდა.

ქალაქის ადმინისტრაციამ ის გასულ ივლისს აკრძალა, რადგან სეგვეი სატრანსპორტო საშუალებებს მიაკუთვნა. აქამდე კი ელექტრომობილით გადაადგილება ფეხით სიარულის ტოლფასი იყო. აკრძალვა რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა, როდესაც პრაღის ქუჩებში შესაბამისი ნიშნები დადგეს.

აღსანიშნავია, რომ სიახლე ადგილობრივებს ძალიან გაუხარდათ, რადგან სეგვეით მოსიარულეები მათ ძალიან დიდ დისკომფროტს უქმნიდნენ.

რაც შეეხება ორთვალების მფლობელებს, ისინი აქციებით იმუქრებიან, რადგან ისინი გაკოტრების საფრთხის წინაშე დგებიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები