პრაღის ცენტრს შესაძლოა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჩამოერთვას. იუნესკომ ქალაქის ხელისუფებას შესაბამისი გაფრთხილება უკვე მისცა. საქმე ისაა, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მაღალსართულიანი სახლები შენდება, რაც ისტორიულ არქიტექტურას ამახინჯებს. პრაღელებს სიტუაციის გამოსასწორებლად ვადა 2019 წლის 1 დეკემბრამდე აქვთ და თუკი არაფერი შეიცვლება იუნესკო შესაბამის ზომებს მიიღებს. ისტორიულ ცენტრს დასაწყისისთვის საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოახვედრებენ, შემდეგ კი საპატიო სტატუსს საერთოდ ჩამოართმევენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაფრთხილება 2017 წელს ვენამ, 2012 წელს კი ლივერპულმაც მიიღო.