LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღის კურანტები დროებით დაიხურა

29

პრაღის კურანტები დროებით დაიხურა – მიზეზი რეკონსტრუქციაა. უძველესი ასტრონომიული საათი, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს უახლოესი 6 თვე აღარ იმუშავებს.

ქალაქის ადმინისტრაცია ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობის ეკრანით ჩანაცვლებას ფიქრობს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით არ მიუღიათ.

აღსანიშნავია, რომ პრაღის საათი 1410 წლიდან ფუნქციონირებს და ბოლო რეკონსტრუქცია მას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაუტარდა. საათის შეკეთების შემდეგ ხელისუფლება ქალაქის სხვა მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებსაც განაახლებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები