LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე Honda ახალი Civic-ის სურათებს ავრცელებს

10

კონცეპტუალური ავტომობილის Honda Civic Hatchback ოფიციალურ პრემიერამდე, რომელიც ჟენევის ავტოშოუს ფარგლებში შედგება, იაპონური კომპანიის წარმომადგენლები ავტომობილის პირველ ფოტოებს ავრცელებენ.

აგრესიული დიზაინი, განახლებული წინა ტუჩი, საჰაერო ცხაურები, უკანა დიფუზორი და გამშვები სისტემა, ადასტურებს იმას, რომ კონცეპტუალური მოდელი პრემიერისთვის სრულ მზადყოფნაშია. გარდა ამისა, ადვილად შესამჩნევია ისიც, რომ ახალი ჰეჩბეკი, როგორც კუპის, აგრეთვე სედანის დიზაინის შეხამებით არის დამზადებული, რაც კრიტიკოსების აზრით, მეტად გონებამახვილური გადაწყვეტილება იყო Honda-ს დიზაინერების მხრიდან.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალი Civic მის წინამორბედებთან შედარებით, ბევრად დინამიური ჩანს, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ცვლილება U ტიპის განათების ფარებია. ამასთანავე აგრესიული დიზაინი გვაძლევს საბაბს ვიფიქროთ, რომ კომპანიაში მისი სპორტული მოდელის დამზადებასაც არ გამორიცხავენ, სავარაუდოა, რომ სპორტულ ვერსიაში Type S-ის ძრავი მოთავსდება, რომლის სიმძლავრეც 240 ცხენის ძალაა. რაც შეეხება ახალ Type R-ს როგორც ცნობილია, ის 2018 წლამდე გამოჩნდება. განახლებული Type R-ის ძრავის სიმძლავრე 300 ცხენის ძალა იქნება.

Honda-მ უკვე დაადასტურა, რომ ევროპაში განახლებული Civic-ი 1,5 ლიტრიანი, ტურბინიანი ძრავით გაიყიდება. რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, ბოლო ინფორმაციით ავტომობილი, როგორც 6 საფეხურიანი მექანიკური, აგრეთვე ვარიატორის ტიპის გადაცემათა კოლოფით გაიმართება. ავტომობილის წარმოება ბრიტანეთში მდებარე Honda-ს კონცერნზე 2017 წელს დაიწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები