ინგლისის პრემიერლიგამ ხმის მიცემის შედეგები გაასაჯაროვა და 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა.
გულშემატკივრების, გუნდების კაპიტნებისა და ექსპერტების გამოკითხვაში გაიმარჯვა „ლივერპულის“ 27 წლის მცველმა ვირხილ ვან დეიკმა.
ჰოლანდიელმა აჯობა თანაკლუბელ სადიო მანეს და მოჰამედ სალაჰს, ასევე ედენ აზარს („ჩელსი“) და აწ უკვე ჩემპიონ „სიტის“ ფეხბურთელებს სერხიო აგუეროს, ბერნარდო სილვას და რაჰიმ სტერლინგს.
მანამდე ვან დეიკი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის ვერსიით აღიარეს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ.