LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტი VIP-ზე უარს ამბობს და ხალხში გაერევა

40

ისლანდიის პრეზიდენტმა უარი თქვა VIP ლოჟაზე და საფრანგეთთან მატჩს ფანებთან ერთად უყურებს.
გუდნი იოჰანესონი ხალხთან ახლოსაა.

”მე ტრიბუნებზე ვიქნები ფანებთან ერთად და ნაკრების მაისურს ჩავიცვამ. რატომ უნდა ვიჯდე VIP ოთახში და ვწრუპო შამპანური, ამას მსოფლიოს ნებისმიერ ადგილზე გავაკეთებ. ისლანდიის ასეთი შედეგი ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს აჩვენებს, რომ თუ მიზანს დასახავ და ამ მიმართულებით იმუშავებ და დისციპლინა გაქვს, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს”, – თქვა სახალხო პრეზიდენტმა.

ისლანდიელმა ისტორიკოსმა და მთარგმნელმა გუდნი იოჰანესონმა საპრეზიდენტო არჩევნები ივნისის ბოლოს მოიგო. ის საქმეს 1 აგვისტოდან შეუდგება.

შეგახსენებთ, ისლანდიელები მასპინძელ ფრანგებთან მეოთხედფინალურ მატჩს კვირას, 3 ივლისს ითამაშებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები