”პრაიმტაიმის” პრესკლუბში სიმღერის კონკურსში ”ოქროს ტალღა” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
2016 წლის 23 ივნისს სიმღერის კონკურსში “ოქროს ტალღა 2015”-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
რადიო ჰოლდინგ “ფორტუნა” (“ფორტუნა”, “ფორტუნა პლუსი”, “არ დაიდარდო” და “ავტორადიო”) მუსიკალური პროექტი, ოქროს ტალღა უკვე მესამე წელია საქართველოში ტარდება და ახალგაზრდა მომღერლები აღმოჩენას და ცნობილი შემსრულებლების, კომპოზიტორების, ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერსას ისახავს მიზნად.
წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს რაიდიო ჰოლდინგი “ფორტუნა” ფულად პრიზს 5 ათას ლარს გადასცემს. სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის კი მზადდება “ოქროს ტალღის” სკულპტურა, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა.
წლის სიმღერასთან ერთად, კონკურსში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში: წლის მომღერალი ქალი, წლის მომღერალი მამაკაცი, წლის დუეტი, წლის ჯგუფი, წლის ანსამბლი, წლის პოპ სიმღერა, წლის ქალაქური სიმღერა, წლის დებიუტი, წლის აღმოჩენა, ხალხის რჩეული (ინტერნეტრჩეული), ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. სრულად