LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტი „ქართული სიმღერა რეგიონებს“ გრძელდება

121
300908015_617338606678461_3190712624953361669_n

პროექტი „ქართული სიმღერა რეგიონებს“ გრძელდება. აღნიშნული პროექტი 23 სექტემბერს ცაგერის „მწვანე თეატრში“ შედგება. ღონისძიების დასაწყისი 19:00 საათი გახლავთ. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

„ქართული სიმღერა რეგიონებს“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიერ ხორციელდება და მასში მონაწილეობენ მომღერლები: აჩიკო ნიჟარაძე, ნათია პერანიძე, ნეკა სებისკვერაძე, დავით ნოზაძე. პროექტში ასევე მონაწილეობენ პიანისტები ნინო გულიაშვილი და მარიკა ოსიტაშვილი. კონცერტის წამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე გახლავთ.