LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული ავტომობილი უსახსოვრა

151
კიმ-ჩენ-ინი

პუტინმა კიმ ჩემ ინს რუსული წარმოების მანქანა აჩუქა. საჩუქრის შესახებ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეულმა გამოცემებმა გაავრცელეს. რუსული მანქანის გადაცემა კიდევ ერთხელ გახდა მტკიცებულება ორი ქვეყნის ლიდერების მეგობრული ურთიერთობების, წერენ გაზეთები. ავტომობილს კორეულმა მხარემ „საუკეთესო საჩუქარიც“ უწოდა.

სინამდვილეში ეს მანქანა ლუქს სეგმენტს ეკუთვნის, კორეული კანონების მიხედვით კი ფუფუნების ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული ავტომობილები სასტიკად აკრძალულია. როგორც ჩანს, კიმ ჩენ ინისთვის გამონაკლისის დაშვება შეიძლება.

გასული წლის შემოდგომაზე პუტინმა კიმს რუსული ლიმუზინი პირადად დაათვალიერებინა. კორეის ლიდერმა მოდელი ნახა, უკანა სავარძელზე მოკალათდა და პუტინმაც მახასიათებლების ახსნა დაიწყო. ამის შემდეგ მათ კიდევ ერთი aurus განიხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები