LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქები, სადაც მინიმალურ თანხად იმოგზაურებთ

25

თუკი ზაფხულის გატარება ევროპაში გსურთ და თან დიდი ბიუჯეტიც არ გაქვთ, მაშინ ტურისტული პორტალის „Kayak“-ის ახალი კვლევა სწორედ თქვენთვისაა.

ექსპერტებმა ესა თუ ის ქალაქი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ყველაზე დაბალბიუჯეტიანთა შორის პრაღა ლიდერობს. ჩეხეთის დედაქალაქში ერთი კვირის გატარება ერთ ადამიანს მხოლოდ 500 ევრო დაუჯდება. ამ ფასში შედის როგორც სასტუმრო, კვება, ავტომობილის დაქირავება, მუზეუმების მონახულება და ასევე სუვენირებიც. რეიტინგის მეორე ადგილს კი სალონიკი იკავებს. ბერძნულ ქალაქში ერთი კვირის გატარება ცოტა მეტი, დაახლოებით 700 ევრო ეღირება. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს ესპანური ვალენსია – 1000 ევროთი ასრულებს.

აღსანიშნავია, რომ შედარებით დაბალბიუჯეტიანთა შორის ასევე ლარნაკა, მილანი, როდოსი და ლისაბონიც მოხვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები