LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალაქში ყაჩაღია – კამპანია „სითი პარკის“ წინააღმდეგ

26

„10 წელია ქალაქში დაძრწის ყაჩაღი, რომელიც იტაცებს ავტომობილებს, გვაჯარიმებს 10 ლარით, რომელსაც 150 ლარიან საურავს ადებს,  ყაჩაღი, რომელმაც საპარკინგე ადგილების შექმნის ნაცვლად  ტროტუარები აქცია საპარკინგე ადგილებად“, – „გირჩმა“  „სითი პარკის“ წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.

პოლიტიკური პარტია „გირჩი“-ს  წევრმა იაგო ხვიჩიამ დღეს „სითი პარკის”  პოლიტიკა გააპროტესტა და ხელისუფლებას 2 პუნქტიანი გეგმა შესთავაზა.

გირჩის განმარტებით, ხელისუფლების მთავარი არგუმენტი, რის გამოც „სითი პარკის“ ქმედებების აღკვეთა ვერ ხერხდება, მერიასა და „სითი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებაა.

„გირჩი“ მთავრობას სთავაზობს:

  1. 150 ლარიანი საურავი 20 ლარამდე შემცირდეს ან გაუქმდეს.
  2. მანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ნებართვა საპატრულო პოლიციამ გასცეს.

„კომპანია „სითი პარკის“ წინაშე ვალდებულებები მხოლოდ მერიას გააჩნია და არა  მთავრობასა და პარლამენტს, საკანონმდებლო ცვლილება არსებულ პრობლემას მარტივად მოაგვარებს“, – განმარტავენ გირჩის წევრები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები