რას ნიშნავს ქალის ავტომობილი? პირველ რიგში, ეს ფერი და გარეგნული იერია, რაც აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს მომავალი მფლობელის ხასიათს, ცხოვრების წესს და ჩაცმის სტილს. მნიშვნელოვანი ფაქტორია მანქანის სიდიდეც – ქალბატონები როგორც წესი, კომპაქტურ ავტომობილებს ირჩევენ, რაც აადვილებს ქალაქში გადაადგილებას და პარკირებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტი, უსაფრთხოება და ბოლოს, სასურველი მანქანის არჩევისას ქალბატონები დიდი ყურადღება აქცევენ მის ფასს.
Nissan Micra
მომხიბვლელი Nissan Micra სიმპათიური ტყავის სალონით! – ბევრი ოცნებობს ამგვარი ავტომობილის შეძენაზე, რადგან მანქანის გარეგნული იერი და მისი შედარებით დაბალი ფასი თითქმის ყველა ქალბატონის გემოვნებას აკმაყოფილებს, მითუმეტეს, რომ Nissan Micra ფარების სიმრავლით გამოირჩევა და სასურველის შერჩევა ყველას თავისუფლად შეუძლია.
Hyundai Getz
ბევრი გოგონას საყვარელი Hyundai Getz, ერთდროულად კომპაქტურიცაა და საიმედოც, ”გარეგნობაც” მომხიბვლელი აქვს და საწვავსაც ეკონომიურად ხარჯავს.
Daewoo Matiz
ბიუჯეტური მოდელი ყველაზე მეტად დებიუტანტ მძღოლებს მოეწონებათ. მართალია, Daewoo Matiz-ს შედარებით მოკრძალებული მახასიათებლები აქვს, მაგრამ ის აბსოლუტურად საიმედო და უსაფრთხოა, რადგან უსაფრთხოების ბალიშისა და კარგი სამუხრუჭე სისტემის გარდა, ავარიის დროს კორპუსის და საწვავის ავზის დამატებითი დაცვითაა აღჭურვილი.
Toyota Yaris
სიმპათიური Toyota Yaris აუცილებლად ერთი ნახვით შეგაყვარებთ თავს, რადგან მისი შედარებით ბიუჯეტური საბაზისო კომპლექტაციაც კი უზრუნველყოფს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა კონდიციონერი, ABS და უსაფრთხოების კარგი სისტემა. ავტომობილის კომპაქტური ზომების წყალობით კი, არასდროს შეგექმნებათ პარკინგის პრობლემა ქალაქის ყველაზე გადატვირთულ ქუჩებშიც კი.
Fiat 500
ეფექტური ”იტალიელი” იდეალურად შეეფერება ყველა ქალბატონს, რადგან ყოველთვის განსხვავებულ ფერებშია წარმოდგენილი. განსაკუთრებული პოპულარობით სუსტი სქესის წარმომადგენლებში კომბინირებული წითელი და ცისფერი Fiat 500 სარგებლობს თავისი ბეჟი სახურავით.
Peugeot 206
ფრანგული მარკა ერთნაირად მოსახერხებელია ქალქში სამგზავროდაც და ქალაქგარეთ მოგზაურობიუსთვისაც. Peugeot 206-მა დიდი ხანია დაიმსახურა ნდობა თავისი მოხერხებული საჭით და უსაფრთხოების სისტემით.
Mazda 3
აირჩიეთ წითელი ფერის Mazda 3 და აჩვენეთ ყველას საკუთარი ძლიერი ხასიათი. მოდელი, რომელსაც ძლიერი ძრავა და თამამი დიზაინი აქვს, განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვინც უპირატესობას ავტომატურ გადაცემის კოლოფს ანიჭებს.