LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალბატონების საყვარელი ავტომობილები

54

რას ნიშნავს ქალის ავტომობილი? პირველ რიგში, ეს ფერი და გარეგნული იერია, რაც აუცილებლად უნდა შეეფერებოდეს მომავალი მფლობელის ხასიათს, ცხოვრების წესს და ჩაცმის სტილს. მნიშვნელოვანი ფაქტორია მანქანის სიდიდეც – ქალბატონები როგორც წესი, კომპაქტურ ავტომობილებს ირჩევენ, რაც აადვილებს  ქალაქში გადაადგილებას და პარკირებას. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტი, უსაფრთხოება და ბოლოს, სასურველი მანქანის არჩევისას ქალბატონები დიდი ყურადღება აქცევენ მის ფასს.  

 

Nissan Micra

მომხიბვლელი Nissan Micra სიმპათიური ტყავის სალონით! – ბევრი ოცნებობს ამგვარი ავტომობილის შეძენაზე, რადგან მანქანის გარეგნული იერი და მისი შედარებით დაბალი ფასი თითქმის ყველა ქალბატონის გემოვნებას აკმაყოფილებს, მითუმეტეს, რომ Nissan Micra ფარების სიმრავლით გამოირჩევა და სასურველის შერჩევა ყველას თავისუფლად შეუძლია.

2015-Nissan-Micra-S-1-of-10

Hyundai Getz

ბევრი გოგონას საყვარელი Hyundai Getz, ერთდროულად კომპაქტურიცაა და საიმედოც, ”გარეგნობაც” მომხიბვლელი აქვს და საწვავსაც ეკონომიურად ხარჯავს.

Hyundai-Getz-image1

Daewoo Matiz

ბიუჯეტური მოდელი ყველაზე მეტად დებიუტანტ მძღოლებს მოეწონებათ. მართალია, Daewoo Matiz-ს შედარებით მოკრძალებული მახასიათებლები აქვს, მაგრამ ის აბსოლუტურად საიმედო და უსაფრთხოა, რადგან უსაფრთხოების ბალიშისა და კარგი სამუხრუჭე სისტემის გარდა, ავარიის დროს კორპუსის და საწვავის ავზის დამატებითი დაცვითაა აღჭურვილი.

daewoo-matiz-ii-2015-wallpaper-258447

Toyota Yaris

სიმპათიური Toyota Yaris აუცილებლად ერთი ნახვით შეგაყვარებთ თავს, რადგან მისი შედარებით ბიუჯეტური საბაზისო კომპლექტაციაც კი უზრუნველყოფს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა კონდიციონერი, ABS და უსაფრთხოების კარგი სისტემა. ავტომობილის კომპაქტური ზომების წყალობით კი, არასდროს შეგექმნებათ პარკინგის პრობლემა ქალაქის ყველაზე გადატვირთულ ქუჩებშიც კი.  

2015_toyota_yaris-pic-8951018331456089787-1600x1200

Fiat 500

ეფექტური ”იტალიელი” იდეალურად შეეფერება ყველა ქალბატონს, რადგან ყოველთვის განსხვავებულ ფერებშია წარმოდგენილი. განსაკუთრებული პოპულარობით სუსტი სქესის წარმომადგენლებში კომბინირებული წითელი და ცისფერი Fiat 500 სარგებლობს თავისი ბეჟი სახურავით.

2015_FIAT_500_Pop_2dr_Hatchback_14L_4cyl_5M_3697330

Peugeot 206

ფრანგული მარკა ერთნაირად მოსახერხებელია ქალქში სამგზავროდაც და ქალაქგარეთ მოგზაურობიუსთვისაც. Peugeot 206-მა დიდი ხანია  დაიმსახურა ნდობა თავისი მოხერხებული საჭით და უსაფრთხოების სისტემით.

1999_Peugeot_206

Mazda 3

აირჩიეთ წითელი ფერის Mazda 3 და აჩვენეთ ყველას საკუთარი ძლიერი ხასიათი. მოდელი, რომელსაც ძლიერი ძრავა და თამამი დიზაინი აქვს, განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვინც უპირატესობას ავტომატურ გადაცემის კოლოფს ანიჭებს.  

2015_Mazda_Mazda3_i_SV_4dr_Sedan_20L_4cyl_6M_6510134

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები