LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალები ფორმულა 1-შიც გამოჩნდებიან: გენდერ-რევოლუციას გერმანია იწყებს

73

გერმანია ქალთა რბოლისთვის ემზადება. როგორც ახალი სარბოლო სერიის ორგანიზატორები იმედოვნებენ, ტურნირის დამსახურებით მომავალში მანდილოსნები „ფორმულა 1“-შიც გამოჩნდებიან და მამაკაცებს უპრობლემოდ შეეჯიბრებიან.

მთლიანობაში მომავალი წლისთვის 6 რბოლაა დაგეგმილი და ყველა მათგანი ევროპულ სახელმწიფოებში ჩატარდება. მომდევნო სეზონზე კი გეოგრაფია გაიზრდება და შეჯიბრებები ევროპის საზღვრებს გასცდება.

პირველი სეზონის საპრიზო ფონდი 1,5 მილიონი დოლარია და გამარჯვებული პილოტი 500 ათას დოლარს მიიღებს. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას სულ 20 ქალბატონი შეძლებს და მათ სპეციალური ტესტების შედეგად აარჩევენ.

შეგახსენებთ, რომ პირველი ქალი, რომელიც „ფორმულა 1“-ის პილოტი გახდა იტალიელი მარია ტერეზა დე ფილიპისი იყო. თუმცა, სპორტული კარიერა მან თავისი დებიუტიდან მალევე დაასრულა. ერთადერთი მანდილოსანი კი, რომელმაც ყველაზე პრესტიჟულ რბოლაში ქულების დაგროვება შეძლო, ლელა ლომბარდი გახლდათ. ლომბარდის შემდეგ „ფორმულა 1“-ში ქალები აღარ გამოჩენილან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები