ქალები მსოფლიოს იპყრობენ და სულ უფრო და უფრო მეტ დარგში იმკვიდრებენ ადგილს.
ევროპის სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატმა“ დაადგინა, რომ სამეცნიერო კვლევებში, ინოვაციურ გამოგონებებში, ფინანსურ თუ იურიდიულ სერვისებში მანდილოსნები უმრავლესობაში არიან და 59%-ს შეადგენენ.
ყველაზე უკეთ გამოხატული ეს სტატისტიკა ლიეტუვასა და ლატვიაშია, სადაც აღნიშნულ სფეროებში დასაქმებულთა 67%-ს ქალები შეადგენენ.
ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მალტაზე და იქ სამუშაო ადგილები ორივე სქესს შორის თანაბრად გადანაწილდა.
ამასთან, ევროპაში დასაქმებულ მამაკათა რაოდენობა კვლავინდებურად მაღალი რჩება – 54% და ინჟინერთა შორის ქალები მხოლოდ 41%-ს შეადგენენ.