LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალები უფროს მამაკაცებს ანიჭებენ უპირატესობას

25

ხნიერი მამაკაცები არა თუ მალავენ საკუთარ ასაკს, არამედ პირიქით – ფართოდ აფიშირებენ და ახალგაზრდა ქალბატონებზეც ქორწინდებიან. აღსანიშნავია, რომ ქალებს ასაკოვანი ჯენლტმენები არა ფულის, არამედ ადამიანური თვისებების წყალობით უყვარდებათ.

ავსტრალიელი ექსპერტების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 50 წელს გადაცილებულთა შორის, მარტოხელა ქალბატონთა რიცხვი 17%-ით აღემატება მამაკაცთა რიცხვს, რადგან თუ 20-30 წლის ასაკში მომხიბვლელ ქალბატონს თავისუფლად შეუძლია მამაკაცებს შორის სასურველის არჩევა, 40 გადაცილებული ქალბატონები მსგავს შესაძლებლობას მოკლებული არიან, რადგან ამ ასაკში სწორედ მამაკაცები ირჩევენ, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ ახალგაზრდობას და სილამაზეს ანიჭებს უპირატესობას.

გარდა ამისა, მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ თანამედროვე ახალგაზრდა ქალაბატონებისთვის ფინანსები იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც თავად ადამიანი. საუკეთესო მაგალითად ჰოლივუდის ვარსკვლავი კეტრინ ზეტა-ჯონსი გამოდგება, რომლის განცხაადებით, 15 წლით უფროსი მაიკლ დუგლასი, ახალგაზრდა თაყვანისმცემლებისგან განსხვავებით ნაკლებად ეგოისტი, ბევრად გულწრფელი და ყურადღებიანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები