ქალებმა საუკეთესო ავტომობილები დაასახელეს. კონკურსის woman’s World Car of the year-ის ჟიურიმ 2025 წლის საუკეთესო ავტომობილები დაასახელა. ექსპერტები გამარჯვებულს 7 ნომინაციაში ირჩევდნენ, რომელთა შორისაც იყო „საუკეთესო საქალაქო ავტომობილი“ და „საუკეთესო სპორტქარი“. აღსანიშნავია, რომ მანდილოსნების ტოპ-სიაში ვერ მოხვდა ვერც ერთი ჩინური ბრენდი.
საუკეთესო საქალაქო ავტომობილად ჟიურიმ ახალი Mini Cooper დაასახელა, მოდელი რომელიც შიდა წვის ძრავის და ასევე ელექტრო ძრავის მოდიფიკაციაშია ხელმისაწვდომი. ქალებმა ავტომობილს მანევრირება შეუქეს, ასევე მოეწონათ თანამედროვე ტექნოლოგიები და რეტრო სტილში შესრულებული დიზაინი. კომპაქტურ კროსოვერთა კატეგორიაში ლაურეატი ელემენტიანი Kia EV3 გახდა. საუკეთესო დიდ ავტომობილად ექსპერტებმა Audi A6 e-tron დაასახელეს.





