იტალიელმა ფსიქოლოგებმა გადაწყვიტეს, რომ საკითხი, რომელზეც ძალიან ბევრს კამათობენ – ერთხელ და სამუდამოდ გაერკვიათ. განსხვავებულ სქესთა შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები საზოგადოების ინტერესს იწვევს და სრული უმრავლესობის აზრით – ასეთი ფენომენი უბრალოდ არ არსებობს. ამის მიზეზი კი ძირითადად მამაკაცები არიან.
როგორც ექსპერტებმა დაადგინეს, ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მეგობარი გოგონების მიმართ გრძნობები უჩნდებათ და ყოველთვის იმაზე მეტი უნდათ, ვიდრე მხოლოდ მეგობრობა. როგორც გამოკითხულთა 62%-მა აღიარა საპირისპირო სქესთან მეგობრობა სიყვარულით და ხშირ შემთხვევაში ოჯახის შექმნითაც კი დასრულებულა.