ავსტრიაში წყვილი 43 წლის განმავლობაში 12-ჯერ დაქორწინდა და განქორწინდა. ამის გამო მათ სახელმწიფოსგან 326 ათასი ევრო მიიღეს, წერს გამოცემა metro.
შეყრა-გაყრის უწყვეტი ციკლი 1982 წლიდან გრძელდება, სწორედ მაშინ დაქორწინდა წყვილი პირველად. ქალისთვის ეს მეორე ქორწინება იყო: მისი პირველი მეუღლე რამდენიმე წლით ადრე გარდაიცვალა. მეორე ქმარი მასზე რამდენიმე წლის უმცროსი იყო და სატვირთოს მძღოლად მუშაობდა.
6 წლის შემდეგ ქალი მას დაშორდა და როგორც კი განქორწინება ძალაში შევიდა, წყვილი ისევ დაქორწინდა. მას შემდეგ ეს ქალი და კაცი ყოველ 3 წელში ერთხელ ქორწინდებოდნენ. მთელი ეს დრო ისინი ერთად ცხოვრობდნენ, არასდროს უჩხუბიათ და განქორწინების შემდეგაც არ განშორებულან.
ყოველი ქორწილის შემდეგ ქალი, რომელიც ამჟამად 73 წლისაა, სახელმწიფოსგან 27 ათას ევროს იღებდა, ეს თანხა ავსტრიული კანონით ყველა ახალდაქორწინებულს გადაეცემა.
12 ქორწილის შემდეგ წყვილით გამოძიება დაინტერესდა და შესაძლოა ისინი თაღლითობაში დაადანაშაულონ.