45 წლის ამერიკელს, სახელად ტრეისის 13 თვის განმავლობაში 4 შვილი შეეძინა. უჩვეულო ამბავი გამოცემა The Sun-მა გამოაქვეყნა.
ბედნიერი დედის განცხადებით, მისი უფროსი ვაჟი, რომელიც ამჟამად 10 წლისაა, თავს ძალიან მარტოდ გრძნობდა, დაიკოსა და ძამიკოზე ოცნებობდა. შვილის გასაბედნიერებლად ტრეისიმ სუროგატი დაიქირავა, კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ კი გაიგო, რომ თავადაც ორსულად იყო.
სუროგატმა ქალს ტყუპები – პაიპერი და პრესლი გაუჩინა, თავად მან კი ქვეყანას გოგონა მოავლინა და პატარას ჰარლოუ დაარქვა.
რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, იმავე წელს ტრეისი მეორედაც დაორსულდა. პატარა ბიჭუნა ქვეყანას 29-ე კვირაზე მოევლინა და ექიმებისა და ოჯახის წევრების დიდი ძალისხმევით გადარჩა.
საბოლოო ჯამში ქალი 5 შვილის დედა გახდა და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. ოჯახის ნიუ-იორკის ცენტრში ცხოვრობს და პატარების დამსახურებით არასდროს იწყენს.