LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი ხელოვანები 20%-ით უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მათი კოლეგა მამაკაცები – კვლევა

132
EG_OpeningExpositie_BioArt28012023_HR_037

ქალი ხელოვანები 20%-ით უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მათი კოლეგა მამაკაცები, დაადგინეს ნიდერლანდელმა მეცნიერებმა.

მათ კვლევაში მონაწილეობა 15 ათასამდე ხელოვანმა მიიღო და მათგან ნახევარზე მეტი ქალი იყო.

მეცნიერებმა დათვალეს, რომ 2017-დან 2021 წლამდე პერიოდში ქალი ხელოვანები წელიწადში 16 900 ევროს გამოიმუშავებდნენ, ეს მაშინ, როცა მათი კოლეგა მამაკაცების შემოსავალი 20 200 ევრო იყო. მამაკაცებზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 35-დან 44 წლამდე ქალბატონებს აქვთ, რაც იმ ფაქტთანაა დაკავშირებული რომ მათ უმრავლესობას დამატებითი სამსახური აქვს ნაპოვნი.

ხელოვნების სფეროში ქალები საშუალოდ 33%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ ვიდრე მამაკაცები, დაადგინეს სპეციალისტებმა. გარდა ამისა, როგორც წესი, მათი ნამუშევრები მუზეუმსა თუ გალერეებშიც უფრო ნაკლებად ხვდება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქალი ხელოვანები სხვადასხვა კონკურსებს უფრო ხშირად იგებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები