LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი მდინარეზე „დაქორწინდა“- ბრიტანელი აქტივისტის უცნაური პროტესტი

151
ქირიას NEWS შაბლონი (2)

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქალი უკვე სამი წელია სიმბოლურ „ქორწინებაშია“ მდინარე ეივონთან, რომელიც მისი დაცვის დროს „შეუყვარდა“. ამის შესახებ  Daily Mirror წერს.

29 წლის აქტივისტმა, მეგ ეივონმა 2023 წლის 17 ივნისს ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში მდინარესთან სიმბოლური ქორწინების ცერემონია ჩაატარა. მისი მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა დაბინძურების პრობლემაზე და მდინარისთვის „ცოცხალი არსების“ სამართლებრივი სტატუსის მინიჭება.

მეგის თქმით, სამი წლის შემდეგაც მას და „მის პარტნიორს“ კვლავ „ძლიერ უყვართ ერთმანეთი და ერთგულებასაც ინარჩუნებენ”. აქტივისტი თითქმის ყოველ კვირას ბანაობს მდინარეში, მათ შორის ზამთარშიც.
„ყოველთვის ვპოულობ დროს, რომ მდინარეში შევიდე – მაშინაც კი, როცა ეს უფრო სარისკოა. მაგრამ ერთგული ვარ ჩემი საქმის და ყოველი ასეთი ბანაობა განსაკუთრებულია,“ – ამბობს ის.

აქტივისტი ასევე ცდილობს მდინარესთან „კავშირის“ ახალ ფორმებს – ის ხვდება ხელოვნებისა და ეკოლოგიური ჯგუფების წარმომადგენლებს მდინარის სხვადასხვა მონაკვეთზე.

მდინარისთვის „პიროვნების უფლებების“ მინიჭების იდეა მეგის მთავარი მიზანია. მისი თქმით, მდინარე არ უნდა განიხილებოდეს როგორც ობიექტი.
„ეს რეალური არსებაა, რომელიც იმსახურებს უფლებებს, როგორც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი,“ – აღნიშნავს იგი.

ამჟამად, სამართლებრივი თვალსაზრისით, მდინარე კვლავ ობიექტად ითვლება, რის გამოც ოფიციალური ქორწინება შეუძლებელია. თუმცა აქტივისტი იმედოვნებს, რომ თუ მდინარე შესაბამის სტატუსს მიიღებს, „ქორწინების“ ლეგალურად გაფორმებასაც შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები