LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი ქმარს დაშორდა და საკუთარ თავზე დაქორწინდა

70
Capture

ნიდერლანდელი ქალი ქმარს დაშორდა და ერთ წელიწადში გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავზე დაქორწინებულიყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Metro ავრცელებს.

2 შვილის დედა, 32 წლის შარლოტა ზუმი მეუღლეს 2020 წელს დაშორდა და მალევე ჩამოაყალიბა ორგანიზაცია, რომელიც ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების გაზრდაზეა ორიენტირებული. შარლოტას განცხადებით, ეს ინიციატივა მას საკუთარი ფასისა და დამოუკიდებლობის გააზრებაში დაეხმარა.

ერთ დღესაც მან გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავზე დაქორწინებულიყო, რადგან ჩათვალა, რომ ეს ერთადერთი კავშირია რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება. 2021 წლის ივლისში ნიდერლანდელმა საკუთარ თავს ხელი სთხოვა და სამი თვის შემდეგ ქორწილიც გადაიხადა.

ქალმა ქორწილზე 8 ადამიანი დაპატიჟა, იყიდა ყვავილები, კაბა, სანთლები, მოამზადა ტორტი და ულამაზესი სუფრაც გაშალა.
ცერემონიის დროს მან საკუთარ თავს ერთგულების ფიციც წაუკითხა. მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა ქალის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს და დღესასწაულს დიდი სიამოვნებით დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები