სიეტლის ჩრდილოეთ ნაწილში ავტომაგისტრალზე I-5-ზე საშინელი ავტო საგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო მზიდის perebtilt-ის მძღოლი ან დაიბნა, ანდაც პატარა ავტომობილი უბრალოდ ვერ შეამჩნია და Nissan Altima-ს სედანს ზემოდან გადაუარა.
როგორ გამოცემა Seattle Times იუწყება, ამ შემთხვევაში ავარია ავტომობილების ბანალურ შეჯახებას ნამდვილად არ ნიშნავდა. სატვირთომ „ნისანს“ მთლიანად გადაუარა, ფაქტობრივად მიწასთან გაასწორა. შემთხვევის ადგილზე გადაღებული ფოტოების ნახვისას ნებისმიერი ადამიანი იმას იფიქრებდა, რომ ასეთ ვითარებაში გადარჩენის შანსი არ არსებობს. თუმცა, Nissan-ის მძღოლი, 46 წლის ქალი ავარიას სასწაულებრივად გადაურჩა, მან საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო, თუმცა ინციდენტის ადგილი თავისი ფეხით დატოვა.
ვაშინგტონის შტატის პოლიციის თანამშრომლის როკი ოლიფანტას განცხადებით, 14 წლიანი მუშაობის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა მას არასდროს ჰქონია. როდესაც მაშველებმა სატვირთო გადასწიეს და მეტალის გროვაში დაღუპულთა ძებნა დაიწყეს, შიგნით ცოცხალი მძღოლი დახვდათ. ქალი სალონში მარტო იმყოფებოდა და ფაქტობრივად უვნებლად გადარჩა.